5.25.2009

ფრანც პეტერ შუბერტი / 1797 – 1828 /

ფრანც შუბერტი დაიბადა 1979 წელს ვენის მახლობლად ლიხტენტალში, პედაგოგის ოჯახში. მისი ოჯახი ძალიან მუსიკალური იყო, მართავდნენ მუსიკალურ საღამოებს. მამა ვიოლინოზე უკრავდა, ძმები კი სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ოჯახში სიმებიანი კვარტეტიც ჰქონდათ ჩამოყალიბებული,სადაც იგი უკრავდა ალტზე. ფრანცი ასევე უკრავდა ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე. მას ჰქონდა შესანიშნავი ხმა.

11 წლის მიაბარეს კონვიქტში, სადა ეკლესიის მომღერლებს ამზადებდნენ. სკოლაში იყო მოსწავლეთა ორკესტრი, სადაც იგი უკრავდა ვიოლინოზე და ხანდახან დირიჟორის მოვალეობასაც ასრულებდა. სკოლაში სწავლის პერიოდში მან შექმნა თავისი პირველი ნაწარმოები ფანტაზია ფორტეპიანოსათვის.

მამამისმა იცოდა რა კომპოზიტორთა ცხოვრების რთული გზა, არ სურდა ფრანცის კომპოზიტორობა.მას სურდა რომ შვილი კომპოზიტორი გამხდარიყო, რამაც განხეთქილება მოახდინა მამაშვილს შორის და ფრანცი კონვიქტიდან გამოვიდა.

ოჯახიდან გაძევებული იგი ცოტა ხნით მეგობრებთან ცხოვრობდა. რამდენიმე მათგანი კონვიქტიდან იყო. ისინი ერთად არჩევდნენ თანამედორვე ეპოქის მოწინავე მხატვრულ ნაწარმოებებს. ზოგიერთი საღამო კი შეუბერტის ნაწარმოებებს ეძღვნებოდა, რომელსაც "შუბერტიადას" უწოდებდნენ. აქ სრულდებოდა მისი ვალსები, ეკოსეზები, ლენდლერები და სიმღერები, რომლესაც ხშირად თვიტონ კომპოზიტორი მღეროდა.

ამ პერიოდში შუბერტი ეწევა განუწყვეტელ დაძაბულ შემოქმედებით მოღვაწებას. ქმნის ძირითად სიმღერებს. მუსიკალური აზროვნებანი კი უწყვეტად მოედინებოდა და როდესაც ქაღალდი არ ყოფნიდა, მენიუს მეორე მხარესაც კი დაუწერია. მას ხშირად ძილშიც კი ესიზმრებოდა და მაშინვე მუსიკა ნოტებზე გადაჰქონდა. სათვალე რომ არ ეძებნა ღამეც კი აღარ იხსნიდა.

შუბერტი ამ პერიოდში ქმნის სიმფონიებს, სონატებს ფორტეპიანოსათვის,კვარტეტებს, ოპერებს, მესებს, სიმღერების დიდ რაოდენობას, მაგრამ მის სიცოცხლეში ისინი იშვიათად სრულდებოდა და ისიც მუსიკალურ სალონებში. იგი დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

საზოგადოება შუბერტის არცერთი ნაწარმოებით არ დაინტერესებულა. მისი VII და VIII სიმფონიების ნოტები მისი სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდგ იქნა ნაპოვნი. სიმღერები რომლებიც გოეთეს ლექსებზე დაწერა ,თვიტონ გოეთს გაუგზავნა, მაგრამ იგი საერთოდაც არ დაინტერესებულა.

მისი ხასიათის სიამაყე შუბერტს არ აძლევდა იმის უფლებას რომ მუსიკოსისათვის დამაცირებელი საქმე შეესრულებინა. სასახლის კარზე ორღანისტად წასულიყო, სადაც მას არაერთხელ იწვევდნენ.

1828 წელს მისი მეგობრების თაოსნობით შედგა ერთადერთი კონცერტი შუბერტის ნაწარმოებებისაგან. კონცერტმა დიდი წარმატება მოიპოვა და კომოზიტორს სახელი დიდად გაუთქვა.

1828 წელს 31 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა.

მისი ბევრი ნაწარმოების ნოტები დაიკარგა.ერთ–ერთმა პოეტმა კი მის საფგლავზე ასეთი წარწერა გააკეთა: "სიკვდილმა დამარხა აქ მდიდარი განძი, მაგრამ უფრო მეტად შესანიშანვი იმედები."

ფრანც იოზეფ ჰაიდნი / 1732 – 1809 /

იოზეფ ჰაიდნი დაიბადა 1732წელს სოფელ რორაუში ვენის მახლობლად, ხელოსნის ოჯახში. პატარა ჰაიდნს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა მუსიკალური ნიჭი. ჰაიდნის შესანიშნავი ხმა ადრეულ ასაკშივე შენიშნეს და იგი ჰამბურგის საეკლესიო გუნდში ჩარიცხეს. იგი ღტულ სოლო ნომრებს ასრულებდა. ტაძრის სკოლაში ბავშვებს ძალიან ღტულ პირობებში უწევდათ ცხოვრება. სწავლის პერიოდში ჰაიდნმა დაიწყო ნაწარმოებების წერა, მაგრამ პედაგოგებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს და 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი გაკვეთილი მისცეს კომპოზიციაში.

16 წლის ჰაიდნმა ხმა დაკარგა და გააძევეს ტაძრიდან. მან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. უკრავდა ვიოლინოზე საზეიმო საღამოებზე. დაკვეთით ქმნიდა ნაწარმოებებს, მაგრამ გრძნობდა რომ ცოდნის გაღრმავება საჭირო იყო. მან ცოდნის შესაძენად აკომპანიატორად დაიწყო მუშაობა იტალიელ კომპოზიტორად პორპორასთან.

1761 წელსჰაიდნი მიიწვიეს ქ.ეიზენშტატში უნგრელი თავადის ესტერგაზის სასახლეში გუნდის და ორკესტრის ხელმძღვანელად. აქ მნა 30 წელი დაჰყო კაპელმეისტერის თანამდებობაზე. იგი თავადის გემოვნებით ქმნიდა ნაწარმოებებს: სიმფონიებს, ოპერებს, კვარტეტებს. მას საშუალება ჰქონდა ახლადშექმნილი ნაწარმოებები მაშინვე მოესმინა ცოცხალი შესრულებით, რაც ბევირ გამოსწორების საშუალებას აძლევდა.

ჰაიდნისათვის უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენდა მოცარტთანს ერთად კვარტეტში დაკვრა, სადაც ჰაიდნი ასრულებდა ვიოლინოს პარტიას, ხოლო მოცარტი ალტის პარტიას.

1791 წელს ჰაიდნი 60 წლის იყო.ამ დროს გარდაიცვალა თავადი ესტერგაზი. მის მეუღლეს არ უყვარდ მუსიკა და მუსიკოსები დაითხოვა. ჰაიდნს პენისა დაუნიშნა. ამის შემდეგ ჰაიდნი თავისუფალი მუსიკოსია და მან კონცერტებით მოიარა ინგლისი. ინგლისში ჰაიდნი უდიდესი წარმატბით სარგებლობდა. მას მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო წევრის წოდება.ლონდონელთა დაკვეთით მან 12 ლონდონის სიმფონია დაწერა.

ლონდონიდან დაბრუნებისას იგი შეჩერდა გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც გაიცნო ახალგაზრდა ბეთჰოვენი, რომელსაც დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ვენაში რომ დაბრუნდა, მას მოცარტუ უკვე გარდაცვლილი დახვდა. ვენაში მან დაწერა ორი ორატორია: "სამყაროს შექმნა" და "წელიწადის დრონი"

1809წელს ჰაიდნი ქალაქ ვენაში გარდაიცვალა. შემდეგ მისი ნეშტი ქ. ეიზენშტატში გადაასვენეს სადაც მან თავისი ცხოვრების ძირითადი წლები გაატარა.