3.11.2009

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი / 1756 – 1791 /


ვოლფგანაგ ამადეუს მოცარტი დაიბადა 1756 წელს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში. მამამისი ლეოპოლდ მოცარტი იყო სასახლის კარის მუსიკოსი. მან შენიშნა შვილის მუსიკალური ნიჭი და მეცადინეობა ადრეულ ასაკში დააწყებინა. მუსიკალური ნიჭი მოცარტმა უკვე 3 წლის ასაკში გამოვალინა და 4 წლისა უკვე წერს კონცერტს კლავისინისათვის. იგი დაჯილდოებული იყო თითების ბრწყინვალე ბუნებრივი ტექნიკით და 6 წლის ასაკში უკრეავდა რთულ, ვირტუოზულ ნაწარმოებებს კლავისინზე, ვიოლინოსა და ორღანზე.

6 წლის მოცარტი მამას მიყავს საკონცერტო მოგზაურობაში,სადაც მან ბრწყინვალე გამოსვლები ჩაატარა მინხენში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ამსტერადმში, ჰააგასა და ჟენევაში.

პატარა ვირტუოზი ასრულებდა, როგორც სოლო ნომრებს ასევე უკრავდა ოთხ ხელში. იგი უკრავდ ურთულეს პასაჟებს ფარდა გადაფარებულ კლავიშებზე. მას "მე–18 საუკუნის სასწაული" შეარქვეს. მოცარტი პარალელურად წერდა სონატებს, სიმფონიებს, ვარიაციებს. იგი 1766 წელს ზალცბურგში ბრუნდება.


იგი კვალვ ახალ საკონცერტო პროგრამასა და კომპოზიციაზე იწყებს მუშაობას. ასევე გატაცებით სწავლობს ისტორიას, გეოგრაფიას, ხატვას, განსაკუთრებიტ აინტერესებდა არიტმეტიკა, სწავლობს უცხო ენებს: ფრანგულს, ინგლისურს, ლატინურს, იტალიურს. მან ვენის საოპერო ტთეატრისათვის დაწერა კომიკური ოპერა, მაგრამ ვენაში იგი არ დაიდგა, რაც მძიმედ განიცადა მოცარტმა.

1770–1773წლებში იგი კვლავ მიდის მამასთან ერთად საკონცერტო მოგზაურობაში. მან ტრიუმფალური წარმატება მოიპოვა ქალაქებში: რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, სადაც იგი უკრვდა კლავისინზე, ვიოლინოსა და ორღანზე. მილანიას საოპერო სცენაზე დადგეს მისი ოპერა "მითრიდატე პონტოს მეფე",რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.


მოცარტმა არაჩვეულებრივი მეხსიერებითაც განაცვიფრა იტალიელები. მან რომში ყოფნის დროს ერთი მოსმენით დაიმახსოვრა მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოები "მიზეზერე" და სახლში მისვლისას ნოტებზე ჩაიწერა. ეს ნაწარმოები წელიწადში მხოლოდ ორჯერ სრულდებოდა და მისი ნოტებზე გადატანა არ შეიძლებოდა.

14 წლის მოცარტი აირჩიეს ბოლონიის აკადემიის საპატიო წევრად.

ვენაში ცხოვრების წლები მოცარტის საუკეთესო წლებია /1781–1791/. იგი წერს ოპერებს: "სერალიდან გატაცება", "ფიგაროს ქორწინება", "დონ–ჟუანი", "ჯადოსნური ფლეიტა". 1788 წელს მან დაწერა თავისი საუკეთესო სამი უკანასკნელი სიმფონია – მი ბემოლ მაჟორი, სოლ მინორი და დო მაჟორი. დაწერა ასევე კვარტეტები, სადაც ჰაიდნის გავკლენა აშკარად იგრძნობა.

მოცარტის უკანასკნელი ნაწარმოები იყო "რექვიემი", რომელიც სამგლოვიარო ხასიათის საგუნდო ნაწარმოებს წარმოადგენს. იგი მას ერთმე უცნობმა ადმიანმა სთხოვა დაეწერა, რომელსაც სურდა თავისად გაესაღებინა. მოცარტი თითქოს გრძნობდა, რომ თავისთვის წერდა ამ რექვიემს.

მოცარტი მოულოდნელად 1791 წელს გარდაიცვალა

მოცარტის შემოქმედება უდიდესი ჟანრობრივი მრავაფეროვნებით, მელოდიური სიმდიდრით, სრულყოფილი ფორმებით და მხატვრული სიმართლით, ღრმა შინაარსიანობით გამოირჩევა.