3.11.2009

ფრედერიკ შოპენი / 1810 – 1849 /

ფრიდერიკ შოპენი დაიბადა 1810 წელს ქ. ვარშავის მახლობლად ჟელიაზოვა ვოლიაში. იგი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. მამა უკრავდა ფორტეპიანოზე. მუსიკაში მეცადინეობა მან 5 წლს ასაკიდან დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი იყო ცნობილი მუსიკოსი ჟივნი. მან ბახისა და მოცარტის მუსიკის უდიდესი სიყვარული ჩაუნერგა შოპენს.

7 წლის შოპენმა I კონცერტი გამართა ვარშავაში. ამ კონცერტზე მან თავისი პირველი ნაწარმოები პოლონეზი შეასრულა.

1826 – 1829წლებში სწავლობს კონსერვატორიაში. კომპოზიციაში მეცადინეობდა ელსნერთან. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში შოპენმა დაწერა ორი სფორტეპიანო კონცერტი.

1829 წელს შოპენი ვენაში მიემგზავრება კონცერტების ჩასატარებლად. 1830 წელს პოლონეთში მოხდა აჯანყება. ამ თემასთან დაკავსირებით შოპენმა დაწერა ეტიუდი დო მინორი "რევოლუციური"

1831 წლიდან შოპენი პარიზშია, რომელიც ევროპის ერთ–ერთ მოწინავე ცენტრს წარმოადგენდა. შოპენმა ჩასვლისთანავე დაიპყრო პარიზი. შოპენი მსოფლიოს საუკეთესო პიანისტად აღიარეს.

პარიზში ცხოვრების წლები არის მისი შემოქმედების აყვავების მწვერვალი. მან შექმნა ბრწყინვალე ნაწარმოებები: სონატა სი ბემოლ მინორი, ბალადები, ფანტაზია ფა მინორი, სკერცოები , მაზურკები, ნოქტიურნები. პირადი ცხოვრება ცუდად წარემართა, მამა გარდაეცვალა, განხეთქილება მოუხდა ჟორჟ სანდთან და დარჩა მარტო. მას უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არაფერი დაუწერია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაემგზავრა კონცერტებით ინგლისში. უკანასკნელი კონცერტი პოლონელი ემიგრანტების სასარგებლოდ გამართა.

შოპენი გარდაიცვალა 1849 წელს 39 წლის ასაკში პარიზში. მის დაკრძალვაზე ჟღერდა მოცარტის რექვიემი და მისივე სი ბემოლ სონატიდან სამგლოვიარო მარში. მის საფლავს მეგობრებმა პოლონეთის მიწა გადადააყარეს.

1 comment: